Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დალი ხომერიკმა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებს და თანამშრომლებს დღეს ახალი მმართველი, ამავე თეატრის მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი წარუდგინა. წინა ხელმძღვანელი, დიმიტრი ჯაიანი 12 თებერვალს გაათავისუფლეს. ამის მიზეზად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დალი ხომერიკმა აფხაზეთის კონტროლის პალატის შემოწმების მასალებში დაფიქსირებული დარღვევები დაასახელა.

XS
SM
MD
LG