Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი უარყოფს, რომ იცოდა ჰამასის მეთაურის მკვლელობის შესახებ


ბრიტანეთი უარყოფს ცნობას, რომ წინასწარ ფლობდა ინფორმაციას ჰამასის მეთაურის მკვლელობის შესახებ - და იცოდა, რომ ამისთვის ბრიტანეთის ყალბ პასპორტებს გამოიყენებდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში „გადაჭრით უარყოფილია“ გაზეთ „დეილი მეილში“ გამოქვეყნებული ცნობა, სადაც ისრაელის „მოსადის“ ანონიმურად დატოვებულ ჯაშუშზე დაყრდნობით წერია, რომ ლონდონს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე აცნობეს მოსახდენის შესახებ. ჰამასის მეთაური მაჰმუდ ალ-მაბჰუჰი დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში 20 იანვარს მოკლეს. ხუთშაბათს ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში ისრაელის ელჩი გამოიძახა და დახმარება თხოვა იმის გამოძიებაში, თუ როგორ აღმოაჩნდა მკვლელობაში 11 ეჭვმიტანილიდან 6-ს ბრიტანეთის ყალბი პასპორტი.
XS
SM
MD
LG