Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სუნიტების ბლოკმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე


ერაყის უდიდესმა სუნიტური პარტიების გაერთიანებამ უარი თქვა 7 მარტს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის მიზეზი გახდა ასობით, პირველ ყოვლისა სუნიტი კანდიდატის არჩევნებში დაშვების აკრძალვა. გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა განაპირობა „ნაციონალური დიალოგის ფრონტის“ წევრების საეჭვო კავშირებმა აკრძალულ „ბაასიის“ პარტიასთან, რომელსაც ერაყის ყოფილი დიქტატორი სადამ ჰუსეინი ხელმძღვანელობდა. სუნიტი პოლიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ აკრძალვა შემოღებული იქნა ირანის მხრიდან ზეწოლის გამო, რათა ხელსაყრელი პირობა შეექმნას შიიტ კანდიდატებს. სუნიტების ბლოკის წარმომადგენლები აღნიშანავენ, რომ „უცხოური ჩარევის პირობებში“ ვერ ხედავენ არჩევნებში მონაწილოების აზრს.
XS
SM
MD
LG