Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგალმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა


თბილისს და საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქარიშხალმა. დაიღუპა ერთი ადამიანი, რომლის ავტომობილსაც მოგლეჯილი ხე დაეცა. დაშავდა მანქანაში მყოფი კიდევ ორი ადამიანი. თბილისის სხვადასხვა რაიონში ფესვებიანად ამოგდებულია ხეები, რამდენიმე სახლს გრიგალმა სახურავი მოაგლიჯა. ქარიშხლის შედეგად შეფერხდა ელექტროენერგიით მომარაგება.
XS
SM
MD
LG