Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვევა


გავრცელდა ცნობა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვიზიტად ჩავა ბრიუსელში ორშაბათს, პირველ მარტს. ეს იქნება მისი პირველი სტუმრობა ევროკავშირში პრეზიდენტის რანგში. ევროპის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, რომელმაც არ გაამხილა ვინაობა, იანუკოვიჩი მოსკოვამდე ჩავა ბრიუსელში, რითაც სურს აჩვენოს, რომ ესწრაფვის წონასწორობას მოსკოვსა და ევროკავშირს შორის. იანუკოვიჩი 25 თებერვალს დადებს ფიცს, როგორც პრეზიდენტი. შემდეგ, სავარაუდოდ, ათი მარტისთვის ის მოსკოვს ეწვევა.
XS
SM
MD
LG