Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ხელისუფლება კორუფციას ეთიკის კოდექსს უპირისპირებს


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ გამოაქვეყნა ეთიკის კოდექსი, რომელიც მასშტაბური კორუფციის შემცირებას ისახავს მიზნად. კოდექსით სახელმწიფო მოხელეებს ეკრძალებათ თანხის სახით საჩუქრის მიღება და გავლენის გამოყენება ოჯახისა და მეგობრების კეთილდღეობისთვის, აგრეთვე ფინანსურად მომგებიან საქმიანობაში ჩართვა. ჩინეთის კომუნისტური პარტია სახელმწიფო მოხელეებს აფრთხილებს, რომ ამ კოდექსის დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართ მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული. 1978-2003 წლებში ჩინეთიდან 4000 კორუმპირებული სახელმწიფო მოხელე გაიქცა და 50 მილიარდი დოლარი გაიტანა ქვეყნიდან. თავდაპირველად ჩინეთს მათი მეუღლეები და შვილები ტოვებდნენ.
XS
SM
MD
LG