დღეს კიევში უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. იანუკოვიჩი პრეზიდენტის ფიცს პარლამენტის საზეიმო სხდომაზე დადებს. ცერემონიაზე უკრაინის მთავრობის ყველა წევრთან ერთად 11 სახელმწიფოს მეთაური და 4 საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელია მიწვეული. უკრაინას ასევე ეწვევიან 15 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და 4 ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეები. ცერემონიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი წარადგენენ. რუსულ დელეგაციას კი სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი უხელმძღვანელებს. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ”რეგიონების პარტიის” ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი არჩევნებში გამარჯვებულად 14 თებერვალს ოფიციალურად გამოაცხადა.
ყველაზე პოპულარული
1