Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისთვის ძირითადი საფრთხე არა ნატო, არამედ მისი დაუსრულებლად გაფართოებაა


რუსეთის პრეზიდენტი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსკოვის ახალი სამხედრო დოქტრინა რუსეთს და დასავლეთს ცივი ომის პერიოდში დააბრუნებს. საფრანგეთში ვიზიტის წინ, ჟურნალ ”პარი მატჩთან” ინტერვიუში მედვედევმა აღნიშნა, რომ ახალი სამხედრო დოქტრინით, რუსეთისთვის ძირითადი საფრთხე არა ნატო, არამედ მისი დაუსრულებლად გაფართოებაა. ”ყოფილი საბჭოთა ქვეყნების და ჩვენი უშუალო მეზობლების ხარჯზე ალიანსის გაფართოება გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რადგან რაც არ უნდა იყოს, ნატო სამხედრო ბლოკია” - განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა.
XS
SM
MD
LG