Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებულთა გათავისუფლება რჩება


საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი, რომელიც დღეს შეხვედრებს თბილისში მართავს. აეროპორტში კომისარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებულთა გათავისუფლება რჩება. ასევე განიხილება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხი. ხვალ თომას ჰამარბერგი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გაემგზავრება. ადამიანის უფლებათა საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა დღეს სააგენტო რესს განუცხადა, რომ კომისართან ერთად ცხინვალში ორი უცხოელი დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩადის.
XS
SM
MD
LG