Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალანდაძე: საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იქნება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებით პრეცედენტად შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რაიმე განსაკუთრებულ ეკონომიკურ სარგებლობას არ ელის. ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ამ გადაწყვეტილებას რუსეთთან რაიმე დათმობა არ მოჰყვება. კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იქნება. რუსეთთან საზღვრის ზემო ლარსის მონაკვეთის გახსნა საფრთხის შემცველად და საქართველოს ინტერესთა საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასეს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, ეროვნულმა ფორუმმა და ლეიბორისტულმა პარტიამ.
XS
SM
MD
LG