Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი კოალიცია დაშლილად გამოაცხადა


უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ ლიტვინის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მმართველი კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო ეჩვენებინა, რომ კვლავაც აქვს საპარლამენტო უმრავლესობა. ამასთან, ტიმოშენკო პრემიერ-მინისტრის პოსტზე რჩება. პარლამენტმა კოალიციის დაშლის შესახებ უნდა გამოაცხადოს და ჩაატაროს კენჭისყრა მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, ვიდრე დაიწყებოდეს მოლაპარაკება ახალი კოალიციის შესაქმნელად. ნდობის საკითხზე კენჭისყრა ხვალისთვის არის დაგეგმილი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება მიანიშნებს, კოალიციას უნდობლობას გამოუცხადებენ. კოალიციის დაშლა მოჰყვა ტიმოშენკოს მეტოქის, ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებას გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნებში. საპარლამენტო ფრაქციებს 30 დღეს ექნებათ ახალი კოალიციის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG