საქართველოში იმყოფება ევროკავშირის დელეგაცია, რომელსაც გაერთიანების ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი ხელმძღვანელობს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე დელეგაცია გაემგზავრა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, რომლის გახსნას მორატინოსმა დადებითი მოვლენა უწოდა. საზღვრის ამ მონაკვეთთან ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ყველაზე პოპულარული
1