Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობამ მკაცრი ეკონომიკური ზომების პაკეტი წარმოადგინა


საბერძნეთის მთავრობამ საფინანსო კრიზისთან გასამკვლევებლად მკაცრი ეკონომიკური ზომების პაკეტი წარმოადგინა. გათავლისწინებულ ზომებს შორის არის პენსიების გაყინვა, საწვავზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე გადასახადების გაზრდა. საბერძნეთის ბიუჯეტის დეფიციტი 12,7 პროცენტს შეადგენს - გაცილებით მეტს, ვიდრე დაშვებულია ევროკავშირის წევრისთვის, რომელსაც ვალუტად "ევრო" აქვს. საბერძნეთის ვალი კი 300 მილიარდამდე ევროს (დაახლ. 420 მილიარდ დოლარს) აღწევს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ჯორჯ პაპანდრეუს განცხადებით, საბერძნეთი „ევროპის სოლიდარობას ელის“ საფინანსო კრიზისთან გასამკლავებლად მკაცრი ეკონომიკური ზომების განხორციელებისას.
XS
SM
MD
LG