Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს


”ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დაადასტურა, რომ დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, რადგან მოცდის დრო აღარ არსებობს. ”ყველა კითხვის ნიშანი უნდა მოიხსნას, რადგან ბრძოლაში წასულ საზოგადოებას არანაირი შეკითხვები აღარ უნდა აწუხებდეს”, - განაცხადა ალასანიამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრისას. ირაკლი ალასანიას შეფასებით, საზოგადოებამ გამოიღვიძა და დაინახა, რომ არსებობს შანსი და იმედი, რასაც მოჰყვა მოძრაობა, რომელიც ერთობისკენ მის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა გამოიწვია. “ზოგი გაბრაზდა, ზოგმა გამკიცხა, ზოგმა შენიშვნა მომცა. ვიღებ ყველა ამ შენიშვნას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ერთობა სწრაფად არ მიიღწევა. ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის, გამარჯვება კი, შესაძლებელი იქნება, თუ საზოგადოებას დავარწმუნებთ, რომ არჩევნებზე უნდა მოვიდეს, რადგან არა მხოლოდ მერის არჩევნების, არამედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა”, - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, პოლიტიკური ძალების მრავალწლიანი უთანხმოება უნდა დასრულდეს და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
XS
SM
MD
LG