Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულის ტრაგედიის გამო ლეიბორისტები ბეჟუაშვილებს ადანაშაულებენ


ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, ტყიბულის მაღაროს, სადაც 2 მარტს მომხდარი აფეთქებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, დავით და გელა ბეჟუაშვილების მფლობელობაში არსებული კომპანია ამუშავებს. დღევანდელ ბრიფინგზე ლეიბორისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ 2008 წელს, ამ კომპანიამ უსაფრთხოების სისტემის გასაუმჯობესებლად USAID-ისგან 540 ათასი დოლარის გრანტი მიიღო, თუმცა, ეს თანხა მიზნობრივად არ დახარჯულა. “ნაცვლად იმისა, რომ ბეჟუაშვილებს მაღაროში დასაქმებული ხალხის უსაფრთხოებაზე ეზრუნათ, თანხა საკუთარ ჯიბეში ჩაიდეს, ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტრაგედიის პასუხისმგებლები სწორედ ისინი არიან”, - განაცხადა გუგავამ.
XS
SM
MD
LG