Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა


ათენში პოლიციასთან დაპირისპირება ახლდა დემონსტრაციას, რომლის მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამენ საბერძნეთის მწვავე საფინანსო კრიზისთან გასამკლავებლად მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებს ისროდნენ. რამდენიმე ათასი დემონსტრანტი ათენის ცენტრში შეიკრიბა, პარლამენტის შენობასთან, რომელშიც დეპუტატები ახალი ეკონომიკური ზომების პაკეტზე მსჯელობდნენ. საბერძნეთის მთავრობის განცხადებით, აუცილებელია ხარჯების შეკვეცა ქვეყნის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. პრემიერ-მინისტრი ჯორჯ პაპანდრეუ დღეს ბერლინში ხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საფინანსო კრიზისთან გასამკლავებლად გერმანიის მხარდაჭერის მიღების იმედით.
XS
SM
MD
LG