Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ათობით ადამიანი შეიწირა თალიბანსა და მის მეტოქე ექსტრემისტებს შორის შეტაკებებმა


ავღანეთში თალიბანისა და მისი მეტოქე ექსტრემისტული ჯგუფის შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ბაღლანის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის ვარაუდით, საქმე ეხება ძალაუფლებისთვის ბრძოლას ადგილობრივ თალიბებს და შეიარაღებულ ჯგუფ ჰეზბ-ე-ისლამს შორის. დაპირისპირებული მხარეები, როგორც ჩანს, რამდენიმე სოფლის გასაკონტროლებლად იბრძვიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება რეგიონში, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG