Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ


ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე მსოფლიოში ქალების წინსვლის ბევრი მაგალითია ცნობილი, მათ შორის აღსანიშნავია იმ ქვეყნების რიცხვის მატება, რომლებშიც ხორციელდება პოლიტიკა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და რეპრდოუქციული ჯანმრთელობის დასაცავად. თუმცა, ბან კი მუნის თქმით, იმავდროულად ფართოდ არის გავრცელებული ქალების წინააღმდეგ მიმართული „უსამართლობა და დისკრიმინაცია“. საქართველოში 8 მარტს, რომელიც უქმე დღეა, რამდენიმე აქცია მიეძღვნა. მათ შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია თბილისში, 9 აპრილს დაღუპულ ქალთა მემორიალთან, სადაც განსაკუთრებულად მიულოცეს კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალებს.
XS
SM
MD
LG