Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ეგვიპტეს ღაზის სექტორისთვის არსებულ საფრთხეს შეახსენებს


გაერო აცხადებს, რომ, თუკი ეგვიპტე ჩაკეტავს გვირაბებს, რომლებიც მის საზღვარზე გადის და ღაზის სექტორისკენ მიემართება, ჰუმანიტარული კატასტროფაა მოსალოდნელი. ჯონ ჰოლმსის თქმით, ღაზას გაუჭირდება თავის გატანა, თუკი ეგვიპტე ჩაკეტავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გვირაბებს, რომელთა საშუალებითაც რეგიონში სურსათი, მედიკამენტები და სხვა პროდუქცია შედის. გაეროს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს პალესტინის ტერიტორიის ბლოკადის დასრულებისკენ.
XS
SM
MD
LG