Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გამოეხმაურა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კრიტიკულია ყველა ქვეყნის, მათ შორის მაღალგანვითარებული ქვეყნების მიმართაც. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას მძიმე შეფასებას აძლევს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2009 წლის განმავლობაში ქვეყანაში ძალაუფლების გადამეტების გამო იყო სიკვდილის, გატაცების, პოლიტიკური დევნის, მედიის შეზღუდვისა და სხვა შემთხვევები. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში არის მნიშვნელოვანი მიღწევებიც, როგორიცაა რეფორმირებული კრიმინალური კოდექსისა და და ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღება. ასევე, შესწორებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს გულისხმობს.
XS
SM
MD
LG