Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა


ისრაელმა 48 საათით, შაბათის საღამომდე ჩაკეტა მიმოსვლა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რათა თავიდან აიცილოს პალესტინელების შესვლა ქვეყანაში, რამაც შესაძლოა არეულობები გამოიწვიოს. პოლიციის ცნობით, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, იერუსალიმის მეჩეთ ალ-აყსაში დაუშვებენ მხოლოდ 50-ი წლის უფროსი ასაკის მამაკაცებს. შეზღუდვა არ შეეხებათ ქალებს. გასულ პარასკევს, აღმოსავლეთ პალესტინაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა მღელვარება და შეტაკება მოჰყვა ცნობას, პალესტინის ტერიტორიაზე არსებული ორი სწიმინდის ისრაელი ეროვნულ მემკვიდრეობად გამოცხადების შესახებ. რამდენიმე დემონსტრანტი მძიმედ დაშავდა.
XS
SM
MD
LG