Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაგმო ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გასული "მოდელირებული ქრონიკა"


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგების დროს დაგმო ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გასული "მოდელირებული ქრონიკა". ილია მეორის განცხადებით, ამ გადაცემით შეურაცხყოფილია საქართველოს მოსახლეობა და ქართული ჯარი. "ეს გადაცემა ხალხმა მიიღო, როგორც სინამდვილე და თუკი ეს მართლაც მოხდა, ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. შევთხოვოთ უფალს, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზაზე დავდგეთ", - ბრძანა უწმინდესმა.
ტელეკომპანია “იმედის” ეთერით 13 მარტს “ქრონიკის” იმიტირებული გამოშვება გავიდა ეთერში, სადაც მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.
XS
SM
MD
LG