Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეციის პრემიერ-მინისტრმა „გენოციდის“ შესახებ კენჭისყრის საკითხზე ერდოანს დაურეკა



შვეციის პრემიერ-მინისტრმა თავის თურქ კოლეგას დაურეკა და საუბრისას გაემიჯნა შვეციის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ოსმალეთის იმპერიაში სომხების ხოცვა-ჟლეტას „გენოციდის“ კვალიფიკაცია მიეცა. თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვეციის პრემიერმა, ფრედერიკ რეინფელდტმა ერდოანს შაბათს დაურეკა - უთხრა, რომ დამწუხრებულია და რომ მისი მთავრობა „პარლამენტის გადაწყვეტილებას აბსოლუტურად არ იზიარებს.“ განცხადების თანახმად, რეინფელდტმა კენჭისყრა „ადგილობრივი პოლიტიკის თავისებურებებით“ ახსნა და თქვა, რომ მისი მთავრობა მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებამ ორმხრივ ურთიერთობებს ზიანი არ მიაყენოს.
XS
SM
MD
LG