Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დევისის თასის” გათამაშება პაკისტანიდან ახალ ზელანდიაში გადაიტანეს


ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ”დევისის თასის” მატჩის ადგილი შეცვალა. თავდაპირველი გეგმით, აზია-ოკეანიის ჯგუფის ნახევარფინალური მატჩი პაკისტანში უნდა ჩატარებულიყო. ფედერაციამ უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფადმისი ახალ ზელანდიაში გადატანა გადაწყვიტა. გასულ პარასკევს პაკისტანის ქალაქ ლაჰორში (სადაც დაგეგმილი იყო ჩოგბურთის მატჩის ჩატარება) ორი აფეთქება მოხდა, რომელმაც 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG