Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში დაფუძნდა საქართველოს პოლიტემიგრანტთა საერთაშორისო კავშირი


ამ დღეებში ბერლინში დაფუძნდა საქართველოს პოლიტემიგრანტთა საერთაშორისო კავშირი. გაერთიანების დამფუძნებელმა საინიციატივო ჯგუფმა რადიო თავისუფლებას სთხოვა, გაევრცელებინა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „კავშირის დამფუძნებლები არიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდნენ და იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა. ამავე დროს საერთაშორისო კავშირი აღნიშნავს, რომ კავშირში გაწევრიანება შეუძლიათ არა მხოლოდ პოლიტემიგრანტებს და ემიგრანტებს, არამედ ყველა იმ პიროვნებას, რომლებიც იზიარებენ კავშირის წესდებას, მიზნებსა და იდეალებს. კავშირის დევიზია „ღირსება და საქმე“, მიზანი - „არა ტოტალიტარიზმს! გაერთიანება სამშობლოში დაბრუნებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისათვის“. კავშირის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გიორგი ივერიელი. კავშირის საბჭო ემზადება ყრილობის მოწვევისათვის, ექნება ვებსაიტი სამ ენაზე, გაზეთი, გამომცემლობა, ჰიმნი და ემბლება. წარმომადგენლობა გაიხსნება, გარდა ბერლინისა, ვაშინგტონსა და მოსკოვში.“ დეტალებზე საუბარს „საქართველოს პოლიტემიგრანტთა საერთაშორისო კავშირის“ წარმომადგენლები უახლოეს პრესკონფერენციაზე აპირებენ.
XS
SM
MD
LG