Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნიდან სომხების განდევნით იმუქრება


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა მუქარა გამოთქვა, რომ ქვეყნიდან გააძევებენ ათასობით სომეხს იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც ახლავს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა დახოცვის თემას. ერდოანმა „ბი-ბი-სის“ თურქულენოვან სამსახურს უთხრა, რომ თურქეთში მყოფ, სავარაულოდ 100 ათას სომეხს, რომლებიც იქ მუშაობებ უფლების გარეშე, ხელისუფლება დიდხანს ვეღარ შეეგუება. ერდოანისვე თქმით, შვეციის პარლამენტის და აშშ-ის წარმომადგნელთა პალატის კომიტეტის გადაწყვეტილებები, რომ სომეხთა დახოცვა ოსმალეთში, „გენოციდად“ შეფასდეს, კიდევ უფრო გააუარესებს სომხეთთან შერიგების ისედაც შერყეულ პროცესს. სომხები თვლიან, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთში მილიონნახევარი სომეხი დახოცეს. თურქეთი უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ საყოველთაო ძალადობის პირობებში სხვა არაერთი ეროვნების წარმომადგენელი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG