Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი მოსკოვშია და მოლაპარაკებებს მართავს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლიტონმა მოსკოვში, რუსეთის ოფიციალურ პირებთან ორდღიანი მოლაპარაკება დაიწყო შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებასა და ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ. კლინტონმა მოსკოვში განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი არსებით წინსვლას განიცდიან სტრატეგიული შეირაღების შემცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებაში. ვიზიტის დროს კლინტონი ასევე შეხვდება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის შუამავალი „კვარტეტის“ წარმომადგენლებს, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკების განახლების თაობაზე სასაუბროდ. რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს კლინტონი პარასკევს შეხვდება.
XS
SM
MD
LG