Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენედიქტე XVI-მ პედოფილი მღვდელმსახურების გამო პატიება ითხოვა


რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ დღეს პატიებმა სთხოვა ირლანდიელი პედოფილი-მღვდელმსახურების მსხვერპლთ. წერილში, რომელიც ირლანდიელ კათოლიკეებს მისწერა, რომის პაპი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც პედოფილთა მსხვერპლად იქცნენ, თავს ეკელსიის ერთგულებად მიიჩნევენ. წერილში ხაზგასმულია, რომ დარღვევა ჩაიდინეს იმ ეპისკოპოსებმაც, რომლებიც არ რეაგირებდნენ დანაშულის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. გასულ წელს გამოქვეყნდა მოხსნება, რომელიც შეიცავს კრიტიკას ირლანდიის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთა წინააღმდეგ, რომლებიც ცდილოდნენ დაემალათ გასულ საუკუნის 70-იან წლებში მომხდარი ასობით მცირეწლოვანის გაუპატიურების შემთხვევა მღვდამლსახურთა მხრიდან. ბოლო კვირეებში მღვდელმსახურ-პედოფილთა სკანდალური გამოაშკარავების ტალღა ასევე შეეხო გერმანიას, ავსტრიას და ნიდერლანდებს.
XS
SM
MD
LG