Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს ჯანდაცვის რეფორმის შესახებ


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის დაზღვევას აქამდე დაუზღვეველი 32 მილიონი ამერიკელისთვისაც. კანონპროექტი, პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, კანონად იქცა. მანამდე, კვირას, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. სენატს ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს, მაგრამ მისი მხარდაჭერისაგან დამოუკიდებლად, ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კანონპროექტი უკვე კანონად არის ქცეული, რაც ობამას დიდ პოლიტიკურ გამარჯვებად ითვლება.
XS
SM
MD
LG