Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და აშშ პრეზიდენტის შეხვედრა შედგა


ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში აშშ პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის მიერ ებრაელთა დასახლების გაფართოება იყო. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ნიშნად ჩაითვალა ის, რომ შეხვედრის ფარგლებში რეპორტიორებს ნეთანიაჰუსა და ობამასთვის ფოტოების გადაღების საშუალებაც კი არ მიეცათ. არ გაკეთებულა კომენტარები. აშშ ხელისუფლების წარმოამდგენელთა ცნობით, შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა. ობამასთან შეხვედრამდე ნეთანიაჰუმ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა კიდევ ერთ წელიწადს არ განახლდეს იმის გამო, რომ პალესტინელები ისრაელის დასახლებების მშენებლობის სრულად შეჩერებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG