Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუანტანამოს საპატიმროს სამი ყოფილი ტუსაღი საქართველოში თავისუფლად იცხოვრებენ


მეორე დღეა საქართველოში გუანტანამოს საპატიმროს სამი ყოფილი ტუსაღი იმყოფება. შსს-ს ანლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განმარტებით, არცერთი მათგანი საშიში დამნაშავე არ არის, ისინი განსაკუთრებული რეჟიმით სასჯელს არც გუანტანამოს ციხეში იხდიდნენ, საქართველოში კი, არა საპატიმროში, არამედ თავისუფლად იცხოვრებენ. ყოფილი ტყვეების ვინაობას, მათივე უსაფრთხოების მიზნით, შსს არ ასახელებს და მხოლოდ იმას იუწყება, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები არიან. უსაფრთხოების მიზნით, მათი ვინაობა არ დაასახელა არც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, რომლის განცხადებით, გუანტანამოს ციხიდან გადაყვანილი პირები საქართველოს მეურვეობისა და კონტროლის ქვეშ იქნებიან. გუანტანამოს სამი ყოფილი ტუსაღის მიღებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ უწოდა ერთ-ერთი საკითხი იმ ფართო სპექტრიდან, რომელშიც საქართველო მის სტარტეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობს
XS
SM
MD
LG