Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს 11, 13 და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ, რუსეთის არმიის ორ ოფიცერს და საქართველოს ერთ მოქალაქეს ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ დღეს 11, 13 და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება ირწმუნება, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურის რეზიდენტი ზაზა ხერკელაძე 2007 წელს არალეგალურად ჩავიდა ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც რუსეთის მოქალაქის პასპორტი უკანონოდ მიიღო. უშიშროების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, ჩრდილოეთ კავაკსიაში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაში ხერკელაძეს დახმარებას რუსეთის არმიის ოფიცრები ხვიჩა იმერლიშვილი და მარლენ ბოგდანოვი უწევდნენ. ისინი სასამართლომ დამნაშავედ სახელმწიფო ღალატში სცნო, ხერკელაძე კი - ჯაშუშობაში.
XS
SM
MD
LG