Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიმართება სააკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ბრიუსელში, სადაც ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მონაწილეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრიუსელში გაიმართება პრეზიდენტის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა, რომლის თემაც ალიანსში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება იქნება. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ოთხშაბათს საღამოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეფორმებისადმი მხარდაჭერა ის საკითხებია, რასაც პრეზიდენტი სააკაშვილი ანდერს ფოგ რასმუსენისგან კიდევ ერთხელ მოისმენს. ამასთან, აპატურაიმ დასძინა, რომ საქართველოში და მთლიანად რეგიონში სხვაც ბევრი რამ ხდება.
XS
SM
MD
LG