Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააპატიმრეს კალაშოვის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამზრახველად მიჩნეული ლეონიდ კაპლანი


კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებული შაქრო კალაშოვის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამზრახველად მიჩნეული ლეონიდ კაპლანი მოსკოვში დააპატიმრეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის პროკურატურა, რომელიც ქვეყანაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მიერ ფულის გათეთრების, ნარკოტიკების და იარაღის კონტრაბანდის და ადამიანთა გატაცების საქმეს იძიებს, კაპლანს ინტერპოლის ხაზით 2006 წლიდან ეძებს.
XS
SM
MD
LG