Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდი ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს ჩაიძირა


სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამ ქვეყნის სამხედრო ხომალდი, რომელზეც 104 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს ჩაიძირა მის ქიმზე მომხდარი, ჯერ-ჯერობით აუხსნელი აფეთქების შემდეგ. სამხრეთ კორეის მთავრობამ საგანგებო შეხვედრა მოიწვია, თუმცა, პრეზიდენტის პრეს-მდივნის განცხადებით, კვლავაც გაურკვევლი რჩება, იყო თუ არა გემის ჩაძირვის მიზეზი ჩრდილოეთ კორეასთან შეტაკება. სამხრეთ კორეის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, უკვე გადარჩენილია ეკიპაჟის 58 წევრი.
XS
SM
MD
LG