Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებები მოსკოვის მეტროში


მეტროს სადგური აფეთქების შემდეგ
მეტროს სადგური აფეთქების შემდეგ
დღეს დილით მოსკოვის მეტროში ორი აფეთქება მოხდა. ერთი სადგურ ”ლუბიანკაზე”, მეორე - ”პარკ კულტურიზე”. სამართალდამცავთა ინფორმაციით, დაიღუპა 36 ადამიანი, დაშავდა - 64.

პირველი აფეთქება დილით, 8 საათზე მოხდა სადგურ ”ლუბიანკაზე”, სავარაუდოდ, იქ 20 ადამიანი გარდაიცვალა. სამართალდამცავთა მტკიცებით, აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც მატარებლის ვაგონი ბაქანზე იყო გაჩერებული.

მეორე აფეთქება იგივე ხაზზე, სადგურ ”პარკ კულტურიზე” მოხდა დაახლოებით 8:40 საათზე. წინასწარი ინფორმაციით ამ აფეთქებას 15 ადამიანი შეეწირა.

მოსკოვის ფედერალური ოპერატიური შტაბის მონაცემებით, მოსკოვში მომხდარი ორივე აფეთქება ტერორისტული აქტი იყო და ისინი თვითმკვლელი ტერორისტი ქალების მოწყობილია. ინფორმაცია ამის შესახებ, სააგენტო ”იტარ-ტასის” ცნობით, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან უთიერთობის ცენტრმა გაავცრელა.

მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის ქართველები არ არიან. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკვაძემ. მან თქვა, რომ შვეიცარიის საელჩოში საქართველოს წარმომადგენელს რუსეთის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან აქვს კონტაქტი და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთავანე აცნობებს საზოგადოებას.

საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს მოსკოვის მეტროში მოწყობილ აფეთქებებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს აღუთქვა მასთან ალიანსის თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, „უდანაშაულო ადამიანებზე ასეთ თავდასხმებს არ შეიძლება, გამართლება ჰქონდეს“. დღევანდელ აფეთქებებს რუსეთის ხელისუფლებისთვის საფრანგეთის „სრული სოლიდარობის“ გამოცხადებით გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.
XS
SM
MD
LG