Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში განხორციელებული ტერაქტები საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმეს


მოსკოვში განხორციელებული ტერაქტები საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმეს. თბილისში, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო და ლიტვა ეწინააღმდეგებიან ტერორიზმს, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით ხდება მისი გამართლება. ვაშაძემ აღნიშნა, რომ დაღუპულთა ოჯახებისადმი სამძიმარს გამოთქვამენ და იმედი აქვთ, რომ დამნაშავეებს დააპატიმრებენ და დასჯიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომ საქართველო ტერორიზმს ყოველთვის გმობდა, პრეზიდენტიც უერთდება - განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მან აღნიშნა, რომ ”საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და გმობს მომხდარ ფაქტს და საერთოდ, ტერორიზმს განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”.
XS
SM
MD
LG