Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მილიციამ საპროტესტო აქციები დაშალა მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში


რუსეთის მილიციამ დაშალა ოპოზიციის საპროტესტო აქციები, დააკავა 30-მდე დემონსტრანტი. სანქტ პეტერბურგში 200-მდე დემონსტრანტი იყო შეკრებილი, მოსკოვში კი რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა სცადა საპროტესტო აქციის გამართვა, საამისოდ სანქციებზე ხელისუფლების უარის მიუხედავად. ოპოზიციის აქციები რამდენიმე თვეა იმართება 31 რიცხვში, რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლზე მინიშნებით. ეს მუხლი შეკრების უფლების გარანტიას იძლევა.
XS
SM
MD
LG