დაიცავი საქართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატობაზე უარი თქვა. ადრე გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე პოლიტიკურ ძალას და მათ შორის ლევან გაჩეჩილაძეს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლა, „ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, საკუთარი კანდიდატურის ნაცვლად შესთავაზა. ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის მთავარი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამთავრება და ამისთვის მას ძალას საკრებულოს თავმჯდომარეობა არ შემატებს, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში. გადაცემაში მასთან ერთად მონაწილეობდა "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი, რომელმაც განაცხადა, რომ ის და "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციური თანხმობის მისაღწევად 3 აპრილიდან პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს დაიწყებენ. ამის შესახებ იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. სუბარი დარწმუნებულია, რომ თუ ოპოზიცია მთელ ძალისხმევას გააერთიანებს, არჩევნებში ასი პროცენტით გაიმარჯვებს.