Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითქმის ასი პროცენტით დადგენილია ერთი თვითმკვლელი ტერორისტი ქალის ვინაობა


თითქმის ასი პროცენტით დადგენილია ერთი თვითმკვლელი ტერორისტი ქალის ვინაობა, რომელმაც 29 მარტს მოსკოვის მეტროში თავი აიფეთქა - ამის შესახებ სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით დღეს რუსული საინფორმაციო სააგენტოები და გაზეთები იუწყებიან. მათი ცნობით, ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თავი ლუბიანკის სადგურში აიფეთქა დაღესტნის ამირად წოდებული მეამბოხის უმალატ მაჰომედოვის ქვრივი ჯანეტ აბდულაევა იყო. თავად მაჰომედოვი ფედერალურმა ძალებმა გასული წლის ბოლოს, დაღესტანში მოკლეს. ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია არსებობს მეორე თვითმკვლელი ტერორისტი ქალის შესახებ. ერთი ვერსიით, ის შარშან ლიკვიდირებული ჩეჩენი მეამბოხის ხიზრიევის ქვრივი მარხა უსტარხანოვა იყო, მეორე ვერსით კი - ერთ-ერთი მოკლული ჩეჩენი მეამბოხის ქალიშვილი.
XS
SM
MD
LG