Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი აშხაბადს ადამიანის უფლებებს შეახსენებს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა თურქმენეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მთლიანად შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ბან კი მუნმა ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელიც მოჰყვა თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვთან გამართულ მოლაპარაკებებს. თურქმენეთი პირველი ცენტრალურ აზიური ქვეყანაა, რომელსაც ბან კი მუნი ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. ამ ქვეყნის უფლებათადამცველები ყველაზე ხშირად ჩივიან, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის.
XS
SM
MD
LG