Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე დიპლომატიას საქართველოს მთავარ იარაღად მიიჩნევს


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. „საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რათა აღდგეს ჩვენს ხალხებს შორის ნდობა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია“- ნათქვამია ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში, რომლის სრული ტექსტიც რამდენიმე გაზეთში გამოქვეყნდა. „მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათალიკო- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
XS
SM
MD
LG