Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონღოლეთის დედაქალაქში ხუთიათასზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა


მონღოლეთის მედია იუწყება, რომ დღეს მონღოლეთის დედაქალაქში ხუთიათასზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ასოშეიტედ პრესის ცნობით, დემონტრანტები ძირითადად რეგიონებიდან და ქალაქის ღატაკი რაიონებიდან იყვნენ. ისინი ითხოვნდნენ პარლამენტის დაშლას და მეტი დახმარების დარიგებას. მონღოლეთის 2,7-მილიონიანი მოსახლეობის 40 პროცენტამდე სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. დღევანდელი დემონსტრაცია უდიდესი იყო 2008 წლის შემდეგ, როცა ხუთი ადამიანი დიღუპა არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების დროს.
XS
SM
MD
LG