Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული საბჭო მერობის კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებს


ეროვნული საბჭო თბილისის მერობის და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების და ასევე, რეიტინგული პარტიების გამოსავლენად სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებს. ეროვნული საბჭოს წევრი კონსერვატიული პარტიის განმარტებით, თბილისში 15 ათასი ამომრჩევლის გამოკითხვა ე.წ. კარდაკარის პრინციპით მიმდინარეობს და ეს პროცესი 8 აპრილს დასრულდება. სოციოლოგიურ გამოკითხვაში თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსით ხალხის და კონსერვატიული პარტიების ლიდერები კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური და 12 პარტია მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG