Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს თავდასხმას ოთხი სამოქალაქო პირი და ოთხი სავარაუდო მეამბოხე ემსხვერპლა


სამხრეთ ავღანეთში ნატოს მიერ სახლზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი სამოქალაქო პირი და ოთხი სავარაუდო მეამბოხე ემსხვერპლა. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორშაბათს მეამბოხეებმა ნატოსა და ავღანეთის უშიშროების ძალებს ესროლეს შენობიდან, რომელიც პროვინცია ჰელმანდის ოლქ ნაჰრი სარაჯში მდებაროებს. ამ იერიშს მოჰყვა საჰაერო დარტყმა. ადგილზე სამოქალაქო პირთა არსებობა აღმოჩნდა მას მერე, რაც შენობაში ქვეითი ჯარი შევიდა. ნატომ და ავღანეთის ხელისუფლებამ საჰაერო იერიშის თაობაზე გამოძიება დაიწყეს.
XS
SM
MD
LG