Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ვერტმფრენი ჩამოვარდა


ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ნატოს ვერტმფრენის კატასტროფას სამი სამხედრო და ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. სარდლობის ინფორმაციით, ვერტმფრენი ხუთშაბათს ღამით ზაბულის პროვინციაში ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს იძიებენ. თალიბების წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ არსებული ჩვენებების მიხედვით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.
XS
SM
MD
LG