Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს დელეგაცია რუსეთში შვილად აყვანის პროცედურაზე იმსჯელებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია მოსკოვში კონსულტაციების გამართვის მიზნით მიემგზავრება რუსეთის განცხადების გამო, რომ ამერიკელ ოჯახებს ბავშვების შვილად აყვანის უფლებას შეუჩერებს. რუსეთი ამ მუქარით პარასკევს გამოვიდა - მას შემდეგ, რაც ტენესის შტატში მცხოვრები ქალის მიერ ნაშვილები 7 წლის ბიჭი უკან, მოსკოვში დააბრუნეს. ბავშვი თვითმფრინავში მარტო ჩასვეს და თან გაატანეს წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მას ძალადობისკენ მიდრეკილება და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ამ ამბავს რუსეთში აღშფოთება მოჰყვა. რუსეთში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბეირლმა გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ დელეგაცია შესაძლო შეთანხმებაზე ან ორმხრივ გარიგებაზე იმსჯელებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამერიკელი ოჯახების მიერ ნაშვილები რუსი ბავშვების კეთილდღეობა. გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის თანახმად, ამჟამად რუსეთში მშობლების მზრუნველობას მოკლებული 740,000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG