Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი „მზად არის, გადადგეს“


ყირგიზეთის განდევნილი პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი აცხადებს, რომ გადადგება, თუკი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. „რა შემთხვევაში გადავდგებოდი? პირველ რიგში, თუკი ისინი მოგვცემენ გარანტიებს, რომ ყირგიზეთში შეწყდება შეიარაღებული ხალხის თარეში, განუკითხაობა, საკუთრების მიტაცება. ამავე დროს, ბუნებრივია, ჩემი, ჩემი ოჯახის და ახლობელების უსაფრთხოება [თუ იქნება დაცული]“ - განაცხადა ბაკიევმა პრეს-კონფერენციაზე. ბაკიევი ჯალალაბადში ბიშკეკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც უშიშროების ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს 7 აპრილს ცეცხლი გაუხსნეს. ძალადობას 80-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.ბაკიევის ამ განცხადებამდე ქვეყნის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ მას ჩაბარებისთვის დრო დღის ბოლომდე მისცა - წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას დაპატიმრებით დაემუქრნენ. თუმცა შემდეგ დროებითი მთავრობის ლიდერმა, როზა ოტუნბაევამ სააგენტო Associated Press-ს უთხრა, რომ თუ ბაკიევი გადადგება და ქვეყანას დატოვებს, მისი ხელისუფლება მას და მის ოჯახს მისცემს უსაფრთხოების გარანტიას. ოტუნბაევამ ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება, ქვეყანაში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის მოქმედების შესახებ შეთანხმების ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება მას შემდეგ, რაც მიმდინარე ერთწლიან კონტრაქტს ვადა ივლისში ამოეწურება. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა მხარეებს მოუწოდა, უთანხმოება მშვიდობიანი გზებით გადაჭრან.
XS
SM
MD
LG