დღეს დილით ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი ახლაც ნანგრევებშია მოყოლილი. 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ჩინეთის მოშორებულ იუშუს რეგიონში დაფიქსირდა. სამაშველო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილები ასობით კილომეტრითაა დაშორებული აეროპორტს.