Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნა გადადო


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანამ გადაწყვიტა გადადოს შეერთებულ შტატებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელიც მომავალ თვეში უნდა ჩატარებულიყო. სამინისტროს წარმომადგენელმა, ელდარ საბიროღლუმ წვრთნის გადადების მიზეზის დაკონკრეტებაზე უარი თქვა - თუმცა აზერბაიჯანის სხვა წარმომადგენლები ახლახან უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით აშშ-ს პოზიციის შესახებ. გასულ კვირაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ თქვა, კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებისას აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის მიკერძოებულიო.
XS
SM
MD
LG